вторник, 29 апреля 2014 г.

საუკეთესო კუნძულები მსოფლიოში

Conde Nast Traveler-მა გამოავლინა საუკეთესო კუნძულები,
სადაც შესაძლებელია დასვენება, არის უმაღლესი დონის კომფორტი,
არის საუკეთესო რესტორანები და კიდევ "სახემომღიმარი",
სტუმართმოყვარე ხალხი.
კომპანიამ დაასახელა საუკეთესო კუნძულების ტოპ 25-ეული და
გავეცნოთ ამ მშვენიერ ადგილებს:

























რათქმაუნდა ძალიან სასიამოვნოა ამ საუკეთესოების სიაში
საქართველოსაც რომ ვხედავთ, საქართველო ულამაზესი ქვეყანაა და
ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ასეთი ლამაზი კურორტებით შეივსება
ჩვენი ქვეყანა.

#selfie #mania

როოგრ გადავიღოთ კარგი სელფი - რჩევები დამწყებ სელფერებს


1. სელფშოთების საქმეში განათება ყველაზე მნიშვნელოვანია. მზის ამოსვლიდან ერთი საათის შემდეგ ან საღამოს, როდესაც მზის ჩასვლამდე ცოტა ხანი რჩება, ყველაზე მომგებიანი განათებაა სელფისთვის. თუ ბუნებრივი შუქი არასაკმარისია, მაშინ ხელოვნური განათების წყარო უნდა მოძებნოთ ან სმარტფონის "ფლეში" ჩართოთ.
 

 2. გაშლილი მკავი კადრში - ასეთი სურათების გადაღება სირცხვილიც კია. პროფესიონალი სელფშოთერები ასე აღარ იქცევიან. შეარჩიეთ სწორი პოზიცია, გამოიყენეთ სპეციალური მინი შტატივი ან ტაიმერიანი აპი დაიყენეთ. მოკლედ, რამე ქენით, მთავარია მკლავი არ ჩანდეს.

 
3. გადაღებისას შეარჩიეთ სწორი კუთხე და პოზიცია.ყველაზე ერთგული დაქალიც კი მოერიდება თქვენი ღაბაბიანი სელფის დალაიქებას. ასეთი ლაფსუსების თავიდან ასაცილებლად, ტელეფონი თვალის ხაზის ოდნავ ზემოთ აწიეთ დაცოტა კუთხურად დააყენეთ. ბევრად უფრო ლამაზი გამოჩნდებით...

 4 მოერიდეთ ფოტოების გადაღებას ტუალეტში, აბაზანაში, პანაშვიდზე ან ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალის წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შემოქმედება ა)დასაცინი გახდება. ბ) სხვის გრძნობებს შეურაცხყოფს.

ვირტუალური რეალობა

ინტერნეტი სულ რაღაც ოცი წლის წინ გახდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი. მერე რა, რომ ამ ოც წელიწადში ის საოცარი სისწრაფით განვითარდა. ჩვენ, ადამიანები, ინტერნეტივით სწრაფად ვერ ვიცვლებით.ვერ ვხდებით ისეთი მრავალმხრივები, როგორც ჩვენი შექმნილი ტექნოლოგიებია. ჯერჯერობით იმაზეც ვერ შევთანხმებულვართ, საერთოდ რისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი. ვდაგავართ გაოცებულები, ხელში სულ ახალ-ახალი სმარტფონები გვიჭირავს და საკუთარ მდგომარეობაზე დაფიქრებას ვერ ვასწრებთ, რადგან ამ სმარტფონებზე ნოტიფიკაციები მოდის და მოდის.


ორიოდე წლის წინ ქართველი ჟურნალისტები ისტერიკამდე მისულ სიუჟეტებს აკეთებდნენ იმაზე, რომ სოციალური ქსელები დაგვღუპავს. ფსიქოლოგები, სასულიერო პირები, მასწავლებლები - ყველა განგაშის ზარს სცემდა, რომ თუ ტექნოლოგიური პროგრესი ასეთი ტემპით გაგრძელდა, კატასტროფა გარდაუალია. დღეს ფეისბუკზე საკუთარი გვერდი იმ სასულიერო პირებს და ფსიქოლოგებსაც აქვთ. ვირტუალურ სამყაროსთან მებრძოლებმა, თავად იპოვეს იქ თავიანთი ადგილი.


მზე, მწვანე ბალახი, ცა, სუფთა ჰაერი - ეს ყველაფერი აღარ კმარა ადამიანების საცდუნებლად. კარგ ამინდში გული აღარ მიგვიწევს გარეთ გასასვლელად, რადგან ლეპტოპში ჩვენი ვირტუალური მეგობრები ცხოვრობენ. შეგრძნება, რომ ვირტუალურ სამყაროში ყველა მნიშვნელოვანია, ყველას აზრი საინტერესოა, ყველა თანაბარია - სწორედ ეს შეგრძნება იწვევს მიჯაჭვულობას, და არა ცალკე აღებული რომელიმე სოციალური ქსელი.

თანამდროვე ტექნოლოგიები მარტოობის ტექნოლოგიებია. და თუ ტექნოლოგიურ პროგრესთან ჭიდილს გადავწყვეტთ, პირველ რიგში, მარტოობა უნდა დავამარცხოთ. ვაგრძნობინოთ ერთმანეთს, რამდენად თბილები და ნამდვილები ვართ რეალურ ცხოვრებაში.

пятница, 11 апреля 2014 г.

სისხლიანი ტბა

   მსოფლიოში უამრავი ლამაზი და იდუმალი ადგილია. ზოგიერთი მათგანი აღფრთოვანებას იწვევს, ზოგი კი შიშს.

უჩვეულო ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების რიცხვში შედის წყალსაცავი იაპონიის ქალაქ ბეპუში. ხშირად წყალი აქ წითელ შეფერილობას იძენს, რამაც ბევრი ლეგენდა დაბადა მისი წარმოშობის შესახებ. ადგილობრივების რწმენით, ეს ჯოჯოხეთია, სადაც ცოდვილთა სულები სახლობენ. ტბის გარშემო მცენარეებიც ამ შეფერილობისაა, რაც არაჩვეულებრივ ელფერს აძლევს ლანდშაფტს. კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ წყლის ტემპერატურა უჩვეულოდ მაღალია, ზოგჯერ 70 გრადუსსაც აღწევს.                                                           

მისტიკას ფარდა მხოლოდ მეცნიერებმა ახადეს, როცა Chinoike Jigoku-ს (სისხლიანი ტბის) შეფერილობის მთავარი მიზეზი ახსნეს. ყველაფერი რკინის ოქსიდის ბრალია, რომლის საბადოებიც აქ საკმაოდ მრავლადაა. წყლის ტემპერატურა კი მაგმის ზემოქმედების შედეგად იმატებს - წყალქვეშა გამოქვაბულებებში მოქმედ გეიზერებს წყალი თითქმის ადუღებამდე მიჰყავს. ასეთი ცხელი სისხლისფერი წყალი მიწის წიაღიდან იფრქვევა და ტბაში ხვდება. და რადგან ეს პროცესი ყოველ 40 წუთში ერთხელ მეორდება, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დუღილს იწყებს.

ამ საოცრების სანახავად ადგილს არასოდეს აკლია ტურისტები.

понедельник, 7 апреля 2014 г.

პირველადი დახმარება გადაუდებელი მდგომარეობების დროს (1ნაწილი)

ჩემი აზრით ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს პირველადი დახმარება, რადგან ოდესღაც შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს... და იმის გამო რომ არ იცოდნენ როგორ დაეხმარონ ადამიანს დაიღუპოს ამიტომ მე გადავწყვიდე ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ.. :)


უგონო მდგომარეობები
   უგონო მდგომარეობა ისეთი მდგომარეობაა, როდესაც დარღვეულია ტვინის ნორმალური აქტივობა და ადამიანის სხეულის მაკონტროლებელი მექანიზმი დაქვეითებულია ან აღარ ფუნქციონირებს. უგონო მდგომარეობის დროს კუნთები მოდუნებულია, ამიტომ საშიშია დაზარალებულის ზურგზე დაწვენა, რადგანაც ენა უკან გადაინაცვლებს და სასუნთქ გზებს დაახშობს.

 
 
   გაითვალისწინეთ! ამ დროს აუცილებელია პირველადი დახმარების გაწევა. უგონო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი უამრავია. ის შეიძლება განპირობებული იყოს: თავის ტვინის ტრამვით, ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით (ინსულტი, გულის შეტევა, შოკი და სხვა), თავის ტვინზე ზეწოლით (სიმსივნეები, თავის ტრამვა და სხვა), ტვინში მიწოდებული სისხლის ქიმიური შემადგენლობის დარღვევით (ალკოჰოლური ან წამლისმიერ მოწამვლა), სისხლში შაქრის შემცველობით (ჰიპოგლიკემია) და სხვა

 პირველადი დახმარება 
     მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა და შენარჩუნება.
   აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, ხომ არ აღინიშნება სპეციფიკური სუნი სუნთქვისას (ალკოჰოლის, აცეტონის, ვაშლის, შარდოვანას),
   თუ 3წუთის განმავლობაში დაზარალებულს არ უბრუნდება ცნობიერება, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება. ყოველ 10 წუთში ერთხელ უნდა შემოწმდეს სუნთქვა, ცნობიერების დონე.
    უგონო მდგომარეობის დროს ეჭვი მიაქვთ თავის ტვინის ქერქის დაზიანებაზე.
    თუ დაზარალებული თავისით მოვა გონს, მაინც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.



среда, 2 апреля 2014 г.

მამაკაცი, რომელიც სილამაზის გამო საუდის არაბეთიდან გააძევეს

გაიცანით ომარ ბორკან ალ გალა – ფოტოგრაფი, მსახიობი და პოეტი ქალაქ დუბაიდან.

ის მიიჩნევა ერთ-ერთ მამაკაცად იმ სამიდან, რომლებიც საუდის არაბეთიდან ზედმეტი სიმპათურობის გამო გააძევეს.

რელიგიურმა პოლიციამ ომარი ერ რიადის ფესტივალზე შეამჩნია და ზედმეტი სილამაზის გამო დააკავა. „სათნოების გავრცელებისა და ცოდვის მოსპობის კომიტეტის” დავალებით რელიგიური პოლიცია საუდის არაბეთში აკონტროლებს ქალთა და მამაკაცთა შორის ქცევის წესებს, მოქალაქეთა ჩაცმულობასა, რელიგიური წეს-ჩვეულებების დაცვას და ა.შ.

კონსერვატიული შეხედულებების სამეფოში მეტად მკაცრი წესები მოქმედებს: ქალების სხეულს მთლიანად უნდა ფარავდეს ტანსაცმელი, მათ ეკრძალებათ უცნობ მამაკაცებთან ლაპარაკი. სექსი ქორწინების გარეშე ისჯება, ზოგჯერ სიკვდილითაც.

პოლიციას შეეშინდა, რომ ამ სამი მამაკაცის გარეგნობა ქალებში სიყვარულს გამოიწვევდა და არასათანადო ქცევისკენ უბიძგებდა.

ომარის ბორქან ალ გალას გლამურული ფოტოები უხვადაა მისი ფეისბუქის გვერდზე. ამ ამბების შემდეგ ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა.



                                     

вторник, 1 апреля 2014 г.

მცხეთის #2 საჯარო სკოლის მე11 კლასი შატალოს შედეგს იმკის...

   დღეს მინდა შემოგთავაზოთ დასჯის ერთ ერთი ფორმა სკოლაში შატალოს გამო. მცხეთის #2 საჯარო სკოლის მე11 კლასმა (საკმაოდ პატიოსნებმა) გადავწყვიტეთ რომ სკოლაში არ მოვსულიყავით, რადგან გადატვირთული ცხრილი პარასკევს, თავიდან აგვეცილებინა.
    დარწმუნებული ვარ ასეთი მაშტაბური შატალო არავის ახსოვს (36 ბავშვი სკოლაში არ მივედით) ამიტომ საჯელიც დავიმსახურეთ, კი ვიძახდით რამდენი გაპარულა სკოლიდან, არავისთვის ასეთი სასჯელი არ დაუკისრებიათო მაგრამ... საქმე იმაშია რომ ჩვენ "წლის შატალო" გავაკეთეთ. სასჯელიც შესაბამისია სკოლის დალაგება...
  
 p.s ალბათ ბევრს გაინტერესებთ შატალოს და დალაგების პროცესი, მე შემოგთავაზებთ ფოტო და ვიდეო მასალაას :) 

 შატალო


                                                

                    

                


                            



 შატალოს შედეგი 

 

                                                

                               

                 

















 ოო მათ ისე უხარიათ დალაგება რომ, კი არ მორბიან მოფრინავენ :)

 



 

 სახეზე ეტყობა როგორ უხარია რომ მისი ოცნება ახდა... სკოლას ვალაგეეებთ







 

 სხათა შორის ადგილის გაწმენდაზე დაპირისპირებაც მოხდაა..
 



 ჩვენი მედიკო მასწი როგორ გვიღებს სურათებს დალაგების პროცესში ...(სამახსოვროდ მაინც დაგვრჩება)



 როგორი მონდომებულები არიან :)))