понедельник, 7 апреля 2014 г.

პირველადი დახმარება გადაუდებელი მდგომარეობების დროს (1ნაწილი)

ჩემი აზრით ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს პირველადი დახმარება, რადგან ოდესღაც შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს... და იმის გამო რომ არ იცოდნენ როგორ დაეხმარონ ადამიანს დაიღუპოს ამიტომ მე გადავწყვიდე ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ.. :)


უგონო მდგომარეობები
   უგონო მდგომარეობა ისეთი მდგომარეობაა, როდესაც დარღვეულია ტვინის ნორმალური აქტივობა და ადამიანის სხეულის მაკონტროლებელი მექანიზმი დაქვეითებულია ან აღარ ფუნქციონირებს. უგონო მდგომარეობის დროს კუნთები მოდუნებულია, ამიტომ საშიშია დაზარალებულის ზურგზე დაწვენა, რადგანაც ენა უკან გადაინაცვლებს და სასუნთქ გზებს დაახშობს.

 
 
   გაითვალისწინეთ! ამ დროს აუცილებელია პირველადი დახმარების გაწევა. უგონო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი უამრავია. ის შეიძლება განპირობებული იყოს: თავის ტვინის ტრამვით, ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით (ინსულტი, გულის შეტევა, შოკი და სხვა), თავის ტვინზე ზეწოლით (სიმსივნეები, თავის ტრამვა და სხვა), ტვინში მიწოდებული სისხლის ქიმიური შემადგენლობის დარღვევით (ალკოჰოლური ან წამლისმიერ მოწამვლა), სისხლში შაქრის შემცველობით (ჰიპოგლიკემია) და სხვა

 პირველადი დახმარება 
     მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა და შენარჩუნება.
   აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, ხომ არ აღინიშნება სპეციფიკური სუნი სუნთქვისას (ალკოჰოლის, აცეტონის, ვაშლის, შარდოვანას),
   თუ 3წუთის განმავლობაში დაზარალებულს არ უბრუნდება ცნობიერება, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება. ყოველ 10 წუთში ერთხელ უნდა შემოწმდეს სუნთქვა, ცნობიერების დონე.
    უგონო მდგომარეობის დროს ეჭვი მიაქვთ თავის ტვინის ქერქის დაზიანებაზე.
    თუ დაზარალებული თავისით მოვა გონს, მაინც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.



Комментариев нет:

Отправить комментарий