вторник, 29 апреля 2014 г.

#selfie #mania

როოგრ გადავიღოთ კარგი სელფი - რჩევები დამწყებ სელფერებს


1. სელფშოთების საქმეში განათება ყველაზე მნიშვნელოვანია. მზის ამოსვლიდან ერთი საათის შემდეგ ან საღამოს, როდესაც მზის ჩასვლამდე ცოტა ხანი რჩება, ყველაზე მომგებიანი განათებაა სელფისთვის. თუ ბუნებრივი შუქი არასაკმარისია, მაშინ ხელოვნური განათების წყარო უნდა მოძებნოთ ან სმარტფონის "ფლეში" ჩართოთ.
 

 2. გაშლილი მკავი კადრში - ასეთი სურათების გადაღება სირცხვილიც კია. პროფესიონალი სელფშოთერები ასე აღარ იქცევიან. შეარჩიეთ სწორი პოზიცია, გამოიყენეთ სპეციალური მინი შტატივი ან ტაიმერიანი აპი დაიყენეთ. მოკლედ, რამე ქენით, მთავარია მკლავი არ ჩანდეს.

 
3. გადაღებისას შეარჩიეთ სწორი კუთხე და პოზიცია.ყველაზე ერთგული დაქალიც კი მოერიდება თქვენი ღაბაბიანი სელფის დალაიქებას. ასეთი ლაფსუსების თავიდან ასაცილებლად, ტელეფონი თვალის ხაზის ოდნავ ზემოთ აწიეთ დაცოტა კუთხურად დააყენეთ. ბევრად უფრო ლამაზი გამოჩნდებით...

 4 მოერიდეთ ფოტოების გადაღებას ტუალეტში, აბაზანაში, პანაშვიდზე ან ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალის წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შემოქმედება ა)დასაცინი გახდება. ბ) სხვის გრძნობებს შეურაცხყოფს.

Комментариев нет:

Отправить комментарий