суббота, 29 марта 2014 г.

ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე ეფექტური...




 მრავალმა კვლევებმა ცხადყო, რომ სახლის პირობებში, ხილისა და ბოსტნეულისაგან მომზადებულ სხვადასხვა ნიღბების მოხმარებას უკეთეს შედეგებამდე მივყავართ, ვიდრე ძვირადღირებულ კოსმეტიკას.
ბუნებრივი საშუალებებიდან, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებულად ეფექტურია. მათ რიცხვში შედის კარტოფილი. აღმოჩნდა, რომ იგი საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა.
თბილი გახეხილი კარტოფილის ნიღაბი, ისევე კარგად მოქმედებს სახის კანზე, როგორც მასაჟი, წმენდს და აღადგენს კანის ზედა ფენას, ახალისებს კანს, მატებს მას სიმკვრივეს.
მოხარშული, გახეხილი კარტოფილისა და ლიმონის წვენის ნიღაბი არბილებს, ტენს მატებს და ასწორებს კანს, განსაკუთრებით მშრალსა
და აქერცლილს, გაღიზიანებისა და ანთებისადმი მიდრეკილს.

* მშრალი კანისათვის, კარტოფილის ნიღაბი შემდეგნაირად
მზადდება:
ცხელი კარტოფილი გასრისეთ ხის კოვზით, დაუმატეთ 1-2
სუფრის კოვზოი ცხელი რძე და კვერცხის გული, კარგად აურიეთ და თბილი დაიდეთ სახესა და ყელზე. დაიფარეთ გამთბარი ხაოიანი პირსახოცი. 20 წუთის შემდეგ, სახე და ყელი დაიბანეთ ჯერ ცხელი და შემდეგ ცივი წყლით.

* ცხიმიანი კანისთვის:
გახეხეთ ერთი უმი კარტოფილი, დაუმატეთ კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა, 1 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
კარტოფილის თხელი ნაჭრები, თუ მას დაიდებთ სახესა და ხელებზე, არბილებს და ათეთრებს კანს.
როგორც წესი, სახეზე ნიღბის დადებისას, თვალის ირგვლივ არეს დაუფარავს ვტოვებთ, ხოლო კატოფილის ნიღბის შემთხვევაში, შეგვიძლია იგი თამამად წავისვათ თვალის მიდამოებშიც, რადგან იგი ამ ადგილებისათვის დამახასიათებელ სიშავის გაქრობას უწყობს ხელს.

среда, 26 марта 2014 г.

მინი-დიზაინერი

ეს 4 წლის “მეიემია”. მის ასაკში თოჯინების ჩაცმა-გახდა ჩვეული გართობაა, მაგრამ ამ უსაყვარლესი გოგონას ფანტაზია უფრო შორს მიდის. მეიემმა საკუთარი თავი აქცია თოჯინა-მანეკენად და დედის დახმარებით ფერადი ქაღალდისგან ულამაზეს “სამოსს” ქმნის.

შთაგონების წყარო ჰოლივუდის წითელი ხალიჩა და მოდის ჩვენებებია. შედეგი შთამბეჭდავია და ამავე დროს იოლად შესაქმნელი. 






  მეიემის დედა, ენჯი კაიზერი ასე აღწერს პროცესს: ”გუგლის საშუალებთ შესაფერის ფოტოს ვეძებთ, რომელსაც მეიემი თავად არჩევს. მან უკვე იცის, რა რაოდენობის მასალა სჭირდება და არჩეულ კაბას თითქმის დამოუკიდებლად ქმნის. ზოგიერთი კაბის გაკეთებას 5-10 წუთს ანდომებს, ზოგიერთის – დაახლოებით 4 საათს. ვიღებთ ფოტოს და მეიემი უბრუნდება ყოველდღიურ სამოსს.”
 


 შესაძლოა იფიქრო, რომ ეს ყველაფერი არა ბავშვის, არამედ დედის მიზანმიმართული სარეკლამო კამპანიაა, მაგრამ არ მგონია არსებობდეს რამე ხერხი, 4 წლის გოგონა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩააბა ასეთ “საქმიანობაში”. ცხადია, ბავშვი დაინტერესებულია და სიამოვნებს პროცესი. უნებურად პარალელს ვავლებთ რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილ, 12 წლის ტავი გევინსონთან, რომელიც საკუთარი ბლოგის წყალობით გახდა ცნობილი და დღეს მოდის ყველაზე ახალგაზრდა რედაქტორად ითვლება.


  პატარა, ნიჭიერი მეიემის ნამუშევრების ნახვა სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებითაა შესაძლებელი: Instagram, Tumblr, Twitter.


























ზაფხული მოდის, ფორმაში ჩადგომის დროა!

ზაფხული მოდის… მოკლე ქვედაბოლოები, შორტები, კაბები და სხვა უამრავი ტანსაცმელი, რომელიც ლამაზ სხეულს მოითხოვს. ლამაზი სხეულის მისაღებად კი რამდენიმე ვარჯიშს შემოგთავაზებ:)



 მუცლის პრესები

იდეალური საშუალება, ტონუსში მოვიყვანოთ მუცელი. დამეთანხმები, რომ ლამაზი მუცელი მართლაც რომ სექსუალურია. მუცლის ”მოწესრიგებისთვის” კი საჭიროა პირველ დღეს 30 პრესი გააკეთო, ხოლო ყოველ მომდევნო დღეს 10 ერთეულით გაზარდო რაოდენობა (ანუ მეორე დღეს 40, მესამე დღეს 50…) ასე გააგრძელო, სანამ 100-მდე არ ახვალ…


 
გამოკვეთე წელი

ამისთვის გამოგადგება ჰულაჰუპი, ხოლო თუ შენ არ გეხერხება ჰულაჰუპის ტრიალი, მაშინ ასეთ ალტერნატივას შემოგთავაზებ: დადექი სწორად, ჯერ ერთ გვერდზე გადაიხარე (იქამდე, სადამდეც შეძლებ) და გაჩერდი ნახევარი წუთის განმავლობაში, შემდეგ მეორე მხარეს… ასე გაიმეორე რამდენჯერმე.






ბარძაყების ფორმაში მოყვანისთვის

იდეალურ ვარჯიშსაც შემოგთავაზებ: დაწექი მარჯვენა გვერდზე და მარცხენა ფეხი აიქნიე იქამდე, სადამდეც შესაძლებელია, ამითი შენს კუნთებსაც გაავარჯიშებ და ელასტიურობას და მოქნილობასაც შესძენ შენს ფეხებს. სავარჯიშო გაიმეორე 15-20 ჯერ, შემდეგ კი მეორე მხარეს ცადე.




 ხტუნვა

ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ფორმაში ჩადგე, ამიტომ გირჩევ, რომ დღეში მინიმუმ 50 ნახტომი მაინც გააკეთო


გაალამაზე შენი ოთახის კედლები

თუ შენი ოთახის ერთფეროვანი კედლების ყურება მოგწყინდა და რამის შეცვლა გსურს, მაგრამ ამისთვის საკმარისი ფინანსები არ გაქვს, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. მინიმალური დანახარჯით შეგიძლია შენი ოთახი სულ სხვანაირი გახადო


 3D გულები 
 
 
საჭირო მასალა:

1.ამობეჭდე გულები
2.მაკრატელი
3.ორმაგი წებოვანი ლენტი
4. წებო

 
 გულები შეგიძლია ნებისმიერი ფერის ქაღალდზე ამობეჭდო. გამოჭრილ გულებს ჩაჭრილ ადგილას წაუსვი წებო და ოდნავ მოკეცე რომ 3D ეფექტი მიიღო. 
 
 
 როდესაც გულების დაწებებას მორჩები, აიღე ორმაგი წებოვანი ლენტი, მიაწებე მომრგვალებულ ადგილებზე და გაანაწილე კედელზე სურვილისამებრ.

  

 
 ოთხკუთხედები ფერადი ქაღალდებისგან 

 
საჭირო მასალა: 

1.ფერადი ქაღალდები
2.მაკრატელი
3.ორგაგი წებოვანი ლენტი 

 ფერადი ქაღალდი დაჭერი ისე, რომ მიიღო სიმეტრიული ოთხკუთხედები. იპოვე ცენტრი და გაკეცე შუაში, თუმცა მკვეთრი ნაკეცი არ გაუკეთო. გახსენი ფურცელი, მოატრიალე 90 გრადუსით და ისევ გაკეცე. შემდეგ კი ოთხივე კუთხე ცენტრისკენ წამოიღე და გაკეცე.



 მიღებული ოთხკუთხედები დაალაგე გარდამავლობის მიხედვით, ორმაგი წებოვანი ლენტის მეშვეობით მყარ ზედაპირზე დააკარი ან პირდაპირ კედელზე მიაწებე.

  
 
  

 ინსატგრამის ფოტოები 
 
თუ გინდა, რომ შენი ინსტაგრამის მშვენიერი ფოტოები შენს კედელზეც ბინადრობდნენ, მაშინ ამოარჩიე საუკეთესოები და დაბეჭდე, შემდეგ კი კედელზე გააკარი. მეტი იდეისთვის გადახედე ფოტოებს. 
წარმატებებს გისურვებთ! :)

  


четверг, 20 марта 2014 г.

ის მაგალითია...

  winterის ამბავი 



2005 წლის დეკემბერში,კანადის ასოციაციის სამედიცინო გუნდი იყო გაოცებული გასაოცარი ცხოველის მოულოდნელად შეხვედრის გამო.ერთი რამ რაც მათ სამაშველო ფლოტს შეეძლო გაეკეთებინა იყო ის,რომ გაეთავისუფლებინათ ცხოველი საზოგადოების წინაშე მთელი მსოფლიოს გარშემო.

 winteri არის ყველაზე ცნობილი დელფინი მსოფლიოში.თქვენ შეგიზლიათ ნახოთ მის შესახებ NBC,CNN , BBC გადაცემებში და ათასობით გაზეთებში მთელი მსოფლიოს გარშემო.იგი გამოირიყა ნაპირზე და ეს იყო ყველაზე რთული შემთხვევა რომელიც ჰქონია კანადის ასოციაციის სამედიცინო გუნდს.მისი ამბავი იყო ტკბილ-მწარე რეალობა რომელიც ადამიანმა ჩაიდინა გარეული სამყაროს წინააღმდეგ,რასაც ცხოველი პირისპირ შეეჯახა


                               .

სამი თვის წინ winteri გაება კიბორჩხალების მახეში და შეუძლებელი იყო მისი გადარჩენა.ის გადარჩენილი(mosquito lagoon)იქნა კანადის სამაშველო გუნდის მიერ და გადაყვანილი იქნა SMAში ხანგრძლივი რეაბილიტაციისთვის . საუბედუროდ მან დაკარგა მთლიანი კუდი და ასევე ორი მალა რის შედეგადაც მან გადაიტანა უამრავი დაშავება და სირთულეები.


                             

ასევე მისი ამბავი არის ძალიან დამაინტრიგებელი და იშვიათი რადგან ასეთი სიტუაციიდან უამრავი დელფინი დაღუპულა.ამ შემთხვევის მიუხედავად winterma შეძლო აღედგინა ენერგია და შეგუებოდა ახალ ფიზიკურ მდგომარეობას, ბევრი ექსპერტების გასაოცრად.ნაპირზე გამორიყვის შემდეგ ზამთარმა გასაოცარ შედეგს მიაღწია მოკლე ხანში.ის საბოლოოდ გამოკეთდა და შეეგუა მის ახალ კუდს და ისწავლა თევზის დამოუკიდებლად ჭამა,,,,დღეში 12გირვანქის.ის გაიზარდა სწრაფად და იწონის 230 გირვანქას. 



  

 

“Georgian Dream Studio”-ს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს



 როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია, თითქოს ბერა ივანიშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ახალი სიმღერა მიუძღვნა, სინამდვილეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

 “გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ინტერნეტპორტალის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მომღერალმა ბერა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ახალი სიმღერა მიუძღვნა, სადაც მომღერალი გიორგი მარგველაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

გვინდა, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ chiti.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ აყვებიან გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და ვთხოვთ, მსგავსი სახის მასალა გავრცელებამდე გადაამოწმონ პრესსამსახურში”, - ნათქვამია “Georgian Dream Studio”-ს განცხადებაში.

четверг, 13 марта 2014 г.

Mr. valentine თორნიკე ტყემალაძე



  ჩემი ბლოგის მკითხველებს მინდა უფრო ახლოდან გაგაცნოთ თორნიკე ტყემალაძე რომელმაც წელს Mr. valentine ს ტიტული მიიღო. ალბათ ყველას გაინტერესებთ მისი ცხოვრების შესახე ამიტომ გადავწყვიტე მისგან ამეღო ინტერვიუ.




1. პრველ რიგში მომიყევი შენი ბავშობის შესახებ. ბავშვობა ყოველთვის მხიარული და აქტიური მქონდა,ძალიან მხიარული და ენერგიული ბავშვი ვიყავი ამიტომაც იშვიათად მნახავდით მოწყენილს,
ძალიან მიყვარდა ყველაფრის კეთება საკამოდ აქტიურიც გახლდით,მსიამოვნებდა როცა ჩემით ვაღწევდი რაიმეს.

2.რამდენი წლის იყავი როდესაც მოდელობა გადაწყვიტე?
18 წლის ვიყავი როდესაც დავიწყე ამ სფეროში მოღვაწეობა და ამის შემდეგ მუდმივად ვარ ჩართული.

3.შენი აზრით რამ გაგამარჯვებინა Mr.valentine სკონკურსში?
ხალხი ყოველთვის გარეგნობით აფასებს ადამიანს, ალბათ ეს გახდა ჩემი გამარჯვების მიზეზი და რათქმაუნდა ინტელექტსაც მიაქცევდნენ ყურადღებას.

4.შესაძლებელია დღეს პოპულარობის ყიდვა?
პოპულარობა საქართველოში ძალიან ადვილია ამას ყიდვაც არ სჭირდება. :)

5.ალბათ ყველა გოგონას თუ არა 50%ს მაინც აინტერესებს გყაავს შეყვარებული?
კი.შეყვარებული მყავს.

6.შენთვის იდეალური ქალი როგორია?
ჩემთვის იდეალური ქალი არის ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული ...

7. ამ კრიტერიუმებით აფასებ ქალს?
კი რათქმაუნდა.

8.რისი გჯერა ცხოვრებაში?
რისი მჯერა? ცხოვრებაში. ღმერთის, მეგობრობის, სიყვარულის. ბევრი რამის მჯერა.

9.ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?
ერთი ნახვით შეყვარების არა, ერტი ნახვით მოწონების მჯერა.

10. რამ შეიძლება გაგიცრუოს იმედი ამ სამყაროში?
ახლობლების ღალატმა (მეგობრის, შეყვარებულის).

11. შენ თავზე დიდი წარმოდგენა გააქვს?
ჩემ თავწე იმხელა წარმოდგენა მაქვს რაც ვარ რეალურად.



p.s მინდა თორნიკეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, იმისათვის, რომ დრო დამითმო . ვუსურვებ წარმატებას და ძალიან დიდ ბედნიერებას.


вторник, 11 марта 2014 г.

რა ფილმები გამოდის 2014 წელს??

                                        1. 47 რონინი ( პრემიერა 2014 წლის 2 იანვარი)47 რონინში მონაწილეობენ: კეანუ რივზი, ჰიროიუკი სანადა, კო შიბასაკი, ტადანობუ ასანო და სხვები.ფილმის სიუჟეტის მიხედვით, სამურაების ჯგუფმა უნდა იძიოს შური, მათი მასწავლებლის სიკვდილის გამო. 
                                       
                                       2. ჯეკ რაიანი : აჩრდილის გაწვევა ( პრემიერა 2014 წლის 17 იანვარი )ფილმის რეჟისორია – კენეტ ბრანაგი. მთავარ როლებს კი ასრულებენ: კრის პაინი, კირა ნაითლი, კევინ კოსტნერი, კენეტ ბრანაგი, კოლმ ფეორი და სხვები.ფილმი გადაიღეს ტომ ქლენსისის მოთხრობის მიხედვით. ჯეკ რაიანი, ცენტრალური დაზვერვის ანალიტიკოსი, ფარდას ახდის რუსი ტერორისტების მიერ ჩადენი.

                                     3. ლეგენდა ჰერაკლეზე ( პრემიერა 2014 წლის 10 იანვარს სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირია ჰერკულესი, ცნობილი ბერძენი გმირი. მას მამინაცვალმაც და მეფემაც უღალატეს და გაყიდეს მონად, აკრძალული სიყვარულის გამო. ჰერკულესმა უნდა გამოიყენოს თავისი ფიზიკური შესაძლებლობები და დაიბრუნოს სამეფო ტახტი.ფილმში მონაწილეობენ: კელან ლუტცი, გაია ვეისი, სკოტ ედკინსი, როქსან მაკკი, ლიამ გარიგანი და სხვები. ლეგენდა ჰერაკლეზე კინოთეატრებში 2014 წლის 10 იანვარს გამოვა.

                                     4. მე, ფრანკენშტეინი ( პრემიერა 2014 წლის 24 იანვარს ფილმი დაფუძნებულია კევინ გრევიოუქსის ნოველაზე.ფილმში მონაწილეობენ: აარონ ექჰარტი, ივონე სტრახოვსკი, ბილ ნაიგი, ჯეი კურტნი, მირანდა ოტო, კეტლინ სტეისი, კევინ გრევიუქსი, ედენ იოუნგი და სხვები.

                                     5. რობოკოპი ( პრემიერა 2014 წლის 12 თებერვალს )ფილმში მონაწილეობენ: ჯოელ კინამანი ალექს მურფის როლში, გარი ოლდმენი, სემუელ ელ. ჯექსონი და სხვები.

                                    6. პომპეი ( პრემიერა 21 თებერვალს )სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი, რომელიც მონაა - გლადიატორად იქცევა და მთელი ფილმის განმავლობაში ცდილობს, რომ გადაარჩინოს შეყვარებული, იმ დროს, როცა პომპეი ნელ- ნელა ინგრევა და ლავით იფარება.ფილმში მონაწილეოებენ: კიტ ჰერინგტონი, კერი- ენი მოსი, ემილი ბროუნინგი და სხვები.
 
                                 7. ლეგო ( პრემიერა 2014 წლის 7 თებერვალს )ლეგო ბრუნდება ეკრანებზე, თანაც 3D- ში, ისეთ ცნობილ გმირებთან ერთად, როგორიც ბეტმენია.

                                  8. 300: იმპერიის აღზევება ( პრემიერა 2014 წლის 7 მარტს )300: იმპერიის აღზევებაში მონაწილეოებენ: ლენა ჰიდი, ევა გრინი, როდრიგო სანტორო, ჯეკ ო კონელი,სულივან სტეპლტონი, სკოტ ბარნი, დევიდ ვენჰემი, ჰანს მეტესონი და სხვები.
                                  9. სიჩქარის წყურვილი ( პრემიერა 14 მარტს )ფილმში მონაწილეობენ აარონ პოლი, დაკოტა ჯონსონი, მაიკლ კეიტონი, დომინიკ კუპერი და სხვები.

                                 10. ნოე ( პრემიერა 2014 წლის 28 მარტს )ფილმი კინოთეატრებში 2014 წლის 28 მარტს გამოვა. მთავარ როლებში არიან: რასელ ქროუ, ჯენიფერ კონელი,დუგლას ბუტი, ლოგან ნერმანი, ემა უოტსონი, ენტონი ჰოპკინსი და სხვები.ფილმი ნოე გადაღებულია ბიბლიური ისტორიის მიხედვით და მოგვითხრობს რჩეულ ადამიანზე, რომელმაც ოჯახთან ერთად უნდა ააგოს კიდობანი და გაეცილოს გარყვნილ სამყაროს.

                                11. კაპიტანი ამერიკა 2: ზამთრის ჯარისკაცი ( პრემიერა 2014 წლის 4 აპრილს )კაპიტან ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცში მონაწილეობენ: კრის ევანსი, კობი სმალდერსი, ფრენკ გრილო, ენტონი მაკი, სემუელ ლ. ჯექსონი, სკარლეტ იოჰანსონი და სხვები.
 
                                 12. Transcendence ( პრემიერა 2014 წლის 18 აპრილს )ფილმში მონაწილეობენ: ჯონი დეპი, კეიტ მარა, მორგან ფრიმენი, რებეკა ჰილი, პოლ ბეტენი და სხვები.

                                13. წარმოუდგენელი ადამიანი- ობობა 2 ( პრემიერა 2014 წლის 1 მაისს )მთავარ როლებში არიან: ენდრიუ გარფილდი, ემა სთოუნი, ჯეიმი ფოქსი, დეინ დეჰაანი, პოლ ჯიამატი, კრის ზილკა და სხვები.

                               14. გოძილა ( პრემიერა 2014 წლის 16 მაისს )ფილმში მონაწილეობენ: ბრაიან კრესტნორი, აარონ ჯონსონი, ელისაბედ ოლსენი, სელი ჰევკინსი, ჯული.

                                15. იქს- ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები ( პრემიერა 2014 წლის 21 მაისს )ფილმში მონაწილეოებენ: ჯენიფერ ლოურენსი, მაიკლ ფასბენდერი, ჰიუ ჯეკმანი, ჯეიმს მაკკევოი,იან მაკკელინი, ნიკოლას ჰალტი, ევან პიტერსი, ელენ პეიჯი, ჰელი ბერი, პატრიკ სტიუარტი .

                                16. მალეფისენტი ( პრემიერა 2014 წლის 30 მაისს )ფილმი მალეფისენტი დაფუძნებულია დისნეის ცნობილ ზღაპარზე - მძინარე მზეთუნახავი. მალეფისენტი ლამაზი და სუფთა გულის, ახალგაზრდა ქალია, რომლის იდეალური ცხოვრებაც ინგრევა, როცა მის ტყეში მეფის არმია შემოიჭრება. მთავარი გმირი იძულებულია გაუმკლავდეს მტრებს, ამიტომაც იგი გულქვა და ბოროტი გახდება. ხოლო როცა მეფეს შვილი შეეძინება შურისძიების მიზნით, ავრორას დასწყევლის. თუმცა როდესაც პრინცესა გაიზრდება, მალეფისენტი ხვდება, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი მის ცხოვრებაში ავრორაა.მალეფისენტ- ში მონაწილეობენ: ანჯელინა ჯოლი, შარლტო კოპლი, ელლი ფანინგი, სემ რაილი.

                               17. ხვალინდელი დღის ზღვარი ( პრემიერა 2014 წლის 6 ივნისს )ფილმის სიუჟეტის მიხედვით, უცხოპლანეტელებთან ბრძოლის დროს, რიგითი აღმოაჩენს, რომ დროის მარყუჟში აღმოჩნდა და ის ერთი დღე მეორდება დაუსრულებლად. თუმცა მებრძოლი ყოველდღე ახალ გამოცდილებას იძენს და უკეთესად შეისწავლის მტერს.ხვალინდელი დღის ზღვარში მონაწილეობენ: ტომ კრუზი, ემილი ბლანტი, ბილ პექსტონი, ლარა პალვერი და სხვები.
 
                                18. როგორ მოვარჯულოთ დრაკონი 2 ( პრემიერა 2014 წლის 13 ივნისს )

                                19. 22 ჯამპ სტრიტი ( პრემიერა 13 ივნისს )ჯენკოს და შმიდტს სკოლის ნაცვლად, ამჯერად კოლეჯში აგზავნიან, რათა ახალი საქმე გამოიძიონ, თან ისე, რომ ყურადღება არ მიიქციონ.ფილმში მონაწილეობენ: ჩანინგ ტატუმი, ჯონა ჰილი, აის კუბი, ემბერ სტივენსი და სხვები.

                                20. ტრანსფორმერები 4: განადგურების ეპოქა ( პრემიერა 2014 წლის 25 ივნისს )ტრანსფორმერები 4–ის ქასთში არიან:მარკ უოლბერგი, ჯეკ რეინორი, ნიკოლა პელტცი, სტენლი ტუჩი, კელსი გრემერი, თი ჯეი მილერი და სხვები.

                               21. მაიმუნების პლანეტის განთიადი ( პრემიერა 2014 წლის 11 ივლისს )ეს ფილმი გახლავთ ფილმ – მაიმუნების პლანეტის აღზევების სიქველი, რომელშიც მთვარ როლს ჯეიმს ფრანკო თამაშობდა.ფილმში მონაწილეობენ: გარი ოლდმენი, ჯეისონ კლერკი, ჯუდი გრირი, ენდი სერკისი და სხვები.

                                22. იუპიტერის ამოსვლა ( პრემიერა 2014 წლის 25 ივლისს )სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება ხდება სამყაროში, სადაც ადამიანების რასა ყველაზე დაბლა მდგომია განვითარების მიხედვით. მთავარი გმირია გოგონა ( მილა კუნისი) , რომლის მთავარი მიზანიც სამყაროს დედოფლის განადგურება და მისი მეფობის დამთავრება იქნება, რაშიც ჩანინგ ტატუმის გმირი - სეინი დაეხმარება.
 
                              23. გალაქტიკის მცველები ( პრემიერა 2014 წლის 1 აგვისტოს )გალაქტიკის მცველებში მონაწილეობენ: ბრედლი კუპერი, ზოე სოლდანა, ვინ დიზელი, კრის პრეტი.

                              24. კუ- ნინძები ( პრემიერა 2014 წლის 8 აგვისტოს ).
 
                             25. ცოდვების ქალაქი 2 ( პრემიერა 2014 წლის 22 აგვისტოს ).

                             26. ვარკსვლავთშორისი ( პრემიერა 2014 წლის 7 ნოემბერს )ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მკვლევარების ჯგუფი შეძლებს, რომ დასძლიოს და გადალახოს ადამიანის სივრცეში გადაადგილების შეზღუდვა და მიაღწიოს დედამიწისგან დაშორებულ გალაქტიკებამდე. ვარსკვლავთშორის– ში მონაწილეობენ: მეთიუ მაკ– კონეჰი, ჯესიკა ჩესტეინი, ენ ჰეითვეი, უეს ბენტლი, კეისი აფლეკი და სხვები.

                               27. The Hunger Games: Mockingjay - პირველი ნაწილი ( პრემიერა 2014 წლის 21 ნოემბერს )კეტნის ევერდინი იქცევა კაპიტოლიუმის წინააღმდეგ, მასობრივი აჯანყების სიმბოლოდ.

                               28. ჰობიტი: იქ და ისევ უკან ( პრემიერა 2014 წლის 17 დეკემბერს )თორინმა და მისმა ჯგუფმა მიაღწია სმაუგამდე, თუმცა შეძლებენ ისინი ერებორის და საგანძურის დაბრუნებასი ხოლო თუ დაიბრუნებენ, შეძლებენ კი დიდხანს შენარჩუნებასი.

ომი სოციალურ ქსელებში! რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს Pretty Little Liars-ის და The Originals-ების ფანებიი


The CW–მ The Originals-ის პრომოუშენისთვის ახალ მარკეტინგულ ხერხს მიმართა!ტელეარხმა სერიალის მე–10 სერიის პრომოსთვის გამოიყენა ABC Family–ს ცნობილი სერიალის Pretty Little Liars–ის პოპულარობა და ერთ–ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული პერსონაჟი -A დაუკავშირა ორიგინალებს. ეს ორი სერიალი ერთ დროს გადის სხვადასხვა არხზე და "ორიგინალების" პრომო, სადაც ისინი მაყურებელს "A"-ს ხერხებით სთხოვენ გადართონ მათ არხზე სწორედ "საყვარელი მატყუარების" მსვლელობისას გავიდა ABCFamily-ზე.პრომოს დართული აქვს შემდეგი სიტყვები:
                  IS -A MAKING YOU ANGRY? (A გაღიზიანებს/გაბრაზებსი)
                            A-GITATED? (A-ჟიტირებული ხარი)
                 THE A-NSWER IS ON A-NOTHER CHANEL! (პასუხი სხვ-A A-რხზეა!) 

საპასუხო დარტყმა არც "საყვარელი მატყუარების" შემქმნელებმა დააყოვნეს, და "ორიგინალებს" შემდეგი ტექსტით წაკბინეს: "Bite Me! -A" (მიკბინე! -A). 
         ეს არ ჩაითვლება საავტორო უფლებების დარღვევაში,რადგან 'პატარა მატყუარებისა' და 'ორიგინალების' მფლობელი კომპანიაა - Warner Bros. Pictures, თუმცაღაფაქტია, რომ ამ ფაქტმა დიდი აურზაური გამოიწვია და გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში Twitter-ის მსოფლიო ტრენდებში იყო შემდეგი ჰაშტაგები #LiarsUnit (მატყუარების გაერთიანება) და UnOriginAls (არაორიგინალები). რომელმა მხარემ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში ამას მხოლოდ ხვალინდელი რეიტინგები გვიჩვენებს... 

გვესაჭიროება დახმარება!!!

              რუსთავში 12 მკრ-ში დაიკარგა ძაღლი დედალი ჰასკი, არის 10 თვის თეთრი-ნაცრისფერ ფერებში. თუ ვინმემ სადმე შენიშნეთ ძალიან გთხოვთ შემეხმიანეთ აქ, ან მითითებულ ნომერზე... ვისაც ძაღლი გყავთ გეცოდინებათ რა ძნელია საყვარელი არსების დაკარგვა, პირადათ ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია (ნანუკა) , ასე რომ იქნებ გამოგვეხმაუროთ, მპოვნელი დასაჩუქრდება!!! წინასწარ დიდი მადლობა... 

"მოსიარულე მკვდრების" მსახიობს მოკვლით ემუქრებიან


         

            "მოსიარულე მკვდრების" მეათე სერიის გამოსვლის შემდეგ, 12 წლის მსახიობს      ბრაიტონ შარბინოს მოკვლით ემუქრებიან. მიზეზი ის ეპიზოდი იყო, სადაც მისი    პერსონაჟი ლიზი ჩვილი ბავშვის - ჯუდიტის გაგუდვას ცდილობს.






     სერიის გამოსვლის შემდეგ, არაერთმა "განუვითარებელმა" მაყურებელმა მას მუქარის წერილები გაუგზავნა. სოც. ქსელში. ეუბნებოდნენ, რომ მას სამაგიეროს გადაუხდიდნენ, რომ მალე მოკვდებოდა და ა.შ. ფანებმა რა თქმა უნდა მსახიობი დაიცვეს და ბრაიტონს ურჩიეს ასეთი ადამიანებისთვის ყურადღება არ მიექცია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მაყურებელი პერსონაჟსა და მსახიობს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. თუმცა მსგავსი მუქარა ძალიან იშვიათია. ბრაიტონს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

воскресенье, 9 марта 2014 г.

შესაფერისი პროფესია ქალისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

             
 ყველა ადამიანს გააჩნია ხასიათში კონკრეტული და ყველასგან გამორჩეული ნიშან-თვისებები.

თუმცაღა, პროფესიულ შესაძლებლობებზე როცა მიდგება საქმე, ძალზე ხშირად იმ ფაქტს, თუ რომელ სფეროში იქნება ქალი წარმატებული, ძალზე ხშირად და დიდწილად განაპირობებს მისი ზოდიაქოს ნიშანი და პლანეტა, რომელიც ამ ნიშანს მართავს.

ვერძი - მმართველი პლანეტა მარსი. შეესაბამება იურისპრუდენცია, ადვოკატურა, პიარისა და რეკლამის სფერო, ჟურნალისტიკა.

კურო - მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება საფინანსო სფერო, პარფიუმერია-კოსმეტიკის ბიზნესი, თავის მოვლის საშუალებები; ასევე, მუსიკა - ვოკალის განხრით.

ტყუპი - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება ვაჭრობა-კომერცია, სარეკლამო ბიზნესი, ჟურნალისტიკა, პუბლიცისტიკა, დრამატურგია.   

კირჩხიბი - მმართველი პლანეტა მთვარე. შეესაბამება პედაგოგიკა, სარესტორნო ან კვების ინდუსტრიაში საქმიანობა, კოსმეტოლოგია.

ლომი - მმართველი პლანეტა მზე. შეესაბამება სამსახიობო სარბიელი, შოუ-ბიზნესი, მოდის ინდუსტრია, საზოგადოებასთან ურთიერთობა და პიარი.

  ქალწული - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება მედიცინის სფერო, სააფთიაქო ან ფარმაცევტული ბიზნესი, საფინანსო-საბანკო საქმე.                                                             

  სასწორი – მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება სამოდელო ბიზნესი.          იურისპუდენცია. საკონსულტაციო საქმიანობა. ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინი.

  მორიელი – მმართველი პლანეტა პლუტონი. შეესაბამება ექსპერტ-კრიმინალისტის საქმიანობა. ნეირო-ქირურგია. ფსიქოლოგის პროფესია. პოლიტიკური სარბიელი.

  მშვილდოსანი – მმართველი პლანეტა იუპიტერი. შეესაბამება ვეტერინარის პროფესია. არქიტექტურა-დიზაინი. სარეკლამო სფერო. მისთვის კარგია სპორტული სარბიელი ან მოცეკვავის კარიერა.

  თხის რქა – მმართველი პლანეტა სატურნი. შეესაბამება ადმინისტრაციული საქმიანობა. სამართალმცოდნეობა. სამეცნიერო-კვლევითი სფერო. მედიცინის დარგები – განსაკუთრებით ტრამვატოლოგია.

 მერწყული – მმართველი პლანეტა ურანი. შეესაბამება ინტერნეტ-კომერცია. პიარ-ტექნოლოგიები. ფსიქოლოგის ან ნევროლოგის პროფესია. პოლიტოლოგია.

 თევზები – მმართველი პლანეტა ნეპტუნი. შეესაბამება მსახიობის, ფერმწერის, მუსიკოსის პროფესია. ბავშვთა ფსიქოლოგია. ხელოვნებათმცოდნეობა.

ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში გამოჩნდა

 
  საქართველოში დაბადებული და ამჟამად ჰოლივუდში მოღვაწე მსახიობი და მომღერალი ელენე სატინი (სხირტლაძე) ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკულ სათავგადასავლო სერიალში, Agents of S.H.I.E.L.D.-ში გამოჩნდა.

Agents of S.H.I.E.L.D.-ის პრემიერა 2013 წლის 24 სექტემბერს შედგა და მასში მთავარ როლებს კლარკ გრეგი, მინ-ნა ვენი, ბრეტ დალტონი, ქლოი ბენეტი, ელიზაბეტ ჰენსტრიჯი და სხვები ასრულებენ. ელენე სულ ორ სერიაში მიიღებს მონაწილეობას დაLorelei-ს როლს შეასრულებს. Lorelei მარველის კომიქსების ერთ-ერთი პერსონაჟია.