среда, 26 марта 2014 г.

ზაფხული მოდის, ფორმაში ჩადგომის დროა!

ზაფხული მოდის… მოკლე ქვედაბოლოები, შორტები, კაბები და სხვა უამრავი ტანსაცმელი, რომელიც ლამაზ სხეულს მოითხოვს. ლამაზი სხეულის მისაღებად კი რამდენიმე ვარჯიშს შემოგთავაზებ:)



 მუცლის პრესები

იდეალური საშუალება, ტონუსში მოვიყვანოთ მუცელი. დამეთანხმები, რომ ლამაზი მუცელი მართლაც რომ სექსუალურია. მუცლის ”მოწესრიგებისთვის” კი საჭიროა პირველ დღეს 30 პრესი გააკეთო, ხოლო ყოველ მომდევნო დღეს 10 ერთეულით გაზარდო რაოდენობა (ანუ მეორე დღეს 40, მესამე დღეს 50…) ასე გააგრძელო, სანამ 100-მდე არ ახვალ…


 
გამოკვეთე წელი

ამისთვის გამოგადგება ჰულაჰუპი, ხოლო თუ შენ არ გეხერხება ჰულაჰუპის ტრიალი, მაშინ ასეთ ალტერნატივას შემოგთავაზებ: დადექი სწორად, ჯერ ერთ გვერდზე გადაიხარე (იქამდე, სადამდეც შეძლებ) და გაჩერდი ნახევარი წუთის განმავლობაში, შემდეგ მეორე მხარეს… ასე გაიმეორე რამდენჯერმე.






ბარძაყების ფორმაში მოყვანისთვის

იდეალურ ვარჯიშსაც შემოგთავაზებ: დაწექი მარჯვენა გვერდზე და მარცხენა ფეხი აიქნიე იქამდე, სადამდეც შესაძლებელია, ამითი შენს კუნთებსაც გაავარჯიშებ და ელასტიურობას და მოქნილობასაც შესძენ შენს ფეხებს. სავარჯიშო გაიმეორე 15-20 ჯერ, შემდეგ კი მეორე მხარეს ცადე.




 ხტუნვა

ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ფორმაში ჩადგე, ამიტომ გირჩევ, რომ დღეში მინიმუმ 50 ნახტომი მაინც გააკეთო


Комментариев нет:

Отправить комментарий