среда, 26 марта 2014 г.

გაალამაზე შენი ოთახის კედლები

თუ შენი ოთახის ერთფეროვანი კედლების ყურება მოგწყინდა და რამის შეცვლა გსურს, მაგრამ ამისთვის საკმარისი ფინანსები არ გაქვს, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. მინიმალური დანახარჯით შეგიძლია შენი ოთახი სულ სხვანაირი გახადო


 3D გულები 
 
 
საჭირო მასალა:

1.ამობეჭდე გულები
2.მაკრატელი
3.ორმაგი წებოვანი ლენტი
4. წებო

 
 გულები შეგიძლია ნებისმიერი ფერის ქაღალდზე ამობეჭდო. გამოჭრილ გულებს ჩაჭრილ ადგილას წაუსვი წებო და ოდნავ მოკეცე რომ 3D ეფექტი მიიღო. 
 
 
 როდესაც გულების დაწებებას მორჩები, აიღე ორმაგი წებოვანი ლენტი, მიაწებე მომრგვალებულ ადგილებზე და გაანაწილე კედელზე სურვილისამებრ.

  

 
 ოთხკუთხედები ფერადი ქაღალდებისგან 

 
საჭირო მასალა: 

1.ფერადი ქაღალდები
2.მაკრატელი
3.ორგაგი წებოვანი ლენტი 

 ფერადი ქაღალდი დაჭერი ისე, რომ მიიღო სიმეტრიული ოთხკუთხედები. იპოვე ცენტრი და გაკეცე შუაში, თუმცა მკვეთრი ნაკეცი არ გაუკეთო. გახსენი ფურცელი, მოატრიალე 90 გრადუსით და ისევ გაკეცე. შემდეგ კი ოთხივე კუთხე ცენტრისკენ წამოიღე და გაკეცე.



 მიღებული ოთხკუთხედები დაალაგე გარდამავლობის მიხედვით, ორმაგი წებოვანი ლენტის მეშვეობით მყარ ზედაპირზე დააკარი ან პირდაპირ კედელზე მიაწებე.

  
 
  

 ინსატგრამის ფოტოები 
 
თუ გინდა, რომ შენი ინსტაგრამის მშვენიერი ფოტოები შენს კედელზეც ბინადრობდნენ, მაშინ ამოარჩიე საუკეთესოები და დაბეჭდე, შემდეგ კი კედელზე გააკარი. მეტი იდეისთვის გადახედე ფოტოებს. 
წარმატებებს გისურვებთ! :)

  


Комментариев нет:

Отправить комментарий