воскресенье, 9 марта 2014 г.

შესაფერისი პროფესია ქალისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

             
 ყველა ადამიანს გააჩნია ხასიათში კონკრეტული და ყველასგან გამორჩეული ნიშან-თვისებები.

თუმცაღა, პროფესიულ შესაძლებლობებზე როცა მიდგება საქმე, ძალზე ხშირად იმ ფაქტს, თუ რომელ სფეროში იქნება ქალი წარმატებული, ძალზე ხშირად და დიდწილად განაპირობებს მისი ზოდიაქოს ნიშანი და პლანეტა, რომელიც ამ ნიშანს მართავს.

ვერძი - მმართველი პლანეტა მარსი. შეესაბამება იურისპრუდენცია, ადვოკატურა, პიარისა და რეკლამის სფერო, ჟურნალისტიკა.

კურო - მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება საფინანსო სფერო, პარფიუმერია-კოსმეტიკის ბიზნესი, თავის მოვლის საშუალებები; ასევე, მუსიკა - ვოკალის განხრით.

ტყუპი - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება ვაჭრობა-კომერცია, სარეკლამო ბიზნესი, ჟურნალისტიკა, პუბლიცისტიკა, დრამატურგია.   

კირჩხიბი - მმართველი პლანეტა მთვარე. შეესაბამება პედაგოგიკა, სარესტორნო ან კვების ინდუსტრიაში საქმიანობა, კოსმეტოლოგია.

ლომი - მმართველი პლანეტა მზე. შეესაბამება სამსახიობო სარბიელი, შოუ-ბიზნესი, მოდის ინდუსტრია, საზოგადოებასთან ურთიერთობა და პიარი.

  ქალწული - მმართველი პლანეტა მერკური. შეესაბამება მედიცინის სფერო, სააფთიაქო ან ფარმაცევტული ბიზნესი, საფინანსო-საბანკო საქმე.                                                             

  სასწორი – მმართველი პლანეტა ვენერა. შეესაბამება სამოდელო ბიზნესი.          იურისპუდენცია. საკონსულტაციო საქმიანობა. ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინი.

  მორიელი – მმართველი პლანეტა პლუტონი. შეესაბამება ექსპერტ-კრიმინალისტის საქმიანობა. ნეირო-ქირურგია. ფსიქოლოგის პროფესია. პოლიტიკური სარბიელი.

  მშვილდოსანი – მმართველი პლანეტა იუპიტერი. შეესაბამება ვეტერინარის პროფესია. არქიტექტურა-დიზაინი. სარეკლამო სფერო. მისთვის კარგია სპორტული სარბიელი ან მოცეკვავის კარიერა.

  თხის რქა – მმართველი პლანეტა სატურნი. შეესაბამება ადმინისტრაციული საქმიანობა. სამართალმცოდნეობა. სამეცნიერო-კვლევითი სფერო. მედიცინის დარგები – განსაკუთრებით ტრამვატოლოგია.

 მერწყული – მმართველი პლანეტა ურანი. შეესაბამება ინტერნეტ-კომერცია. პიარ-ტექნოლოგიები. ფსიქოლოგის ან ნევროლოგის პროფესია. პოლიტოლოგია.

 თევზები – მმართველი პლანეტა ნეპტუნი. შეესაბამება მსახიობის, ფერმწერის, მუსიკოსის პროფესია. ბავშვთა ფსიქოლოგია. ხელოვნებათმცოდნეობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий