четверг, 20 марта 2014 г.

“Georgian Dream Studio”-ს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს



 როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია, თითქოს ბერა ივანიშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ახალი სიმღერა მიუძღვნა, სინამდვილეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

 “გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ინტერნეტპორტალის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მომღერალმა ბერა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ახალი სიმღერა მიუძღვნა, სადაც მომღერალი გიორგი მარგველაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

გვინდა, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ chiti.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ აყვებიან გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და ვთხოვთ, მსგავსი სახის მასალა გავრცელებამდე გადაამოწმონ პრესსამსახურში”, - ნათქვამია “Georgian Dream Studio”-ს განცხადებაში.

4 комментария: