"მოსიარულე მკვდრების" მეათე სერიის გამოსვლის შემდეგ, 12 წლის მსახიობს ბრაიტონ შარბინოს მოკვლით ემუქრებიან. მიზეზი ის ეპიზოდი იყო, სადაც მისი პერსონაჟი ლიზი ჩვილი ბავშვის - ჯუდიტის გაგუდვას ცდილობს.
სერიის გამოსვლის შემდეგ, არაერთმა "განუვითარებელმა" მაყურებელმა მას მუქარის წერილები გაუგზავნა. სოც. ქსელში. ეუბნებოდნენ, რომ მას სამაგიეროს გადაუხდიდნენ, რომ მალე მოკვდებოდა და ა.შ. ფანებმა რა თქმა უნდა მსახიობი დაიცვეს და ბრაიტონს ურჩიეს ასეთი ადამიანებისთვის ყურადღება არ მიექცია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მაყურებელი პერსონაჟსა და მსახიობს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. თუმცა მსგავსი მუქარა ძალიან იშვიათია. ბრაიტონს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
Комментариев нет:
Отправить комментарий