მრავალმა კვლევებმა ცხადყო, რომ სახლის პირობებში, ხილისა და ბოსტნეულისაგან მომზადებულ სხვადასხვა ნიღბების მოხმარებას უკეთეს შედეგებამდე მივყავართ, ვიდრე ძვირადღირებულ კოსმეტიკას.
ბუნებრივი საშუალებებიდან, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებულად ეფექტურია. მათ რიცხვში შედის კარტოფილი. აღმოჩნდა, რომ იგი საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა.
თბილი გახეხილი კარტოფილის ნიღაბი, ისევე კარგად მოქმედებს სახის კანზე, როგორც მასაჟი, წმენდს და აღადგენს კანის ზედა ფენას, ახალისებს კანს, მატებს მას სიმკვრივეს.
მოხარშული, გახეხილი კარტოფილისა და ლიმონის წვენის ნიღაბი არბილებს, ტენს მატებს და ასწორებს კანს, განსაკუთრებით მშრალსა
და აქერცლილს, გაღიზიანებისა და ანთებისადმი მიდრეკილს.
* მშრალი კანისათვის, კარტოფილის ნიღაბი შემდეგნაირად
მზადდება:
ცხელი კარტოფილი გასრისეთ ხის კოვზით, დაუმატეთ 1-2
სუფრის კოვზოი ცხელი რძე და კვერცხის გული, კარგად აურიეთ და თბილი დაიდეთ სახესა და ყელზე. დაიფარეთ გამთბარი ხაოიანი პირსახოცი. 20 წუთის შემდეგ, სახე და ყელი დაიბანეთ ჯერ ცხელი და შემდეგ ცივი წყლით.
* ცხიმიანი კანისთვის:
გახეხეთ ერთი უმი კარტოფილი, დაუმატეთ კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა, 1 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
კარტოფილის თხელი ნაჭრები, თუ მას დაიდებთ სახესა და ხელებზე, არბილებს და ათეთრებს კანს.
როგორც წესი, სახეზე ნიღბის დადებისას, თვალის ირგვლივ არეს დაუფარავს ვტოვებთ, ხოლო კატოფილის ნიღბის შემთხვევაში, შეგვიძლია იგი თამამად წავისვათ თვალის მიდამოებშიც, რადგან იგი ამ ადგილებისათვის დამახასიათებელ სიშავის გაქრობას უწყობს ხელს.
Комментариев нет:
Отправить комментарий