вторник, 11 марта 2014 г.

რა ფილმები გამოდის 2014 წელს??

                                        1. 47 რონინი ( პრემიერა 2014 წლის 2 იანვარი)47 რონინში მონაწილეობენ: კეანუ რივზი, ჰიროიუკი სანადა, კო შიბასაკი, ტადანობუ ასანო და სხვები.ფილმის სიუჟეტის მიხედვით, სამურაების ჯგუფმა უნდა იძიოს შური, მათი მასწავლებლის სიკვდილის გამო. 
                                       
                                       2. ჯეკ რაიანი : აჩრდილის გაწვევა ( პრემიერა 2014 წლის 17 იანვარი )ფილმის რეჟისორია – კენეტ ბრანაგი. მთავარ როლებს კი ასრულებენ: კრის პაინი, კირა ნაითლი, კევინ კოსტნერი, კენეტ ბრანაგი, კოლმ ფეორი და სხვები.ფილმი გადაიღეს ტომ ქლენსისის მოთხრობის მიხედვით. ჯეკ რაიანი, ცენტრალური დაზვერვის ანალიტიკოსი, ფარდას ახდის რუსი ტერორისტების მიერ ჩადენი.

                                     3. ლეგენდა ჰერაკლეზე ( პრემიერა 2014 წლის 10 იანვარს სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირია ჰერკულესი, ცნობილი ბერძენი გმირი. მას მამინაცვალმაც და მეფემაც უღალატეს და გაყიდეს მონად, აკრძალული სიყვარულის გამო. ჰერკულესმა უნდა გამოიყენოს თავისი ფიზიკური შესაძლებლობები და დაიბრუნოს სამეფო ტახტი.ფილმში მონაწილეობენ: კელან ლუტცი, გაია ვეისი, სკოტ ედკინსი, როქსან მაკკი, ლიამ გარიგანი და სხვები. ლეგენდა ჰერაკლეზე კინოთეატრებში 2014 წლის 10 იანვარს გამოვა.

                                     4. მე, ფრანკენშტეინი ( პრემიერა 2014 წლის 24 იანვარს ფილმი დაფუძნებულია კევინ გრევიოუქსის ნოველაზე.ფილმში მონაწილეობენ: აარონ ექჰარტი, ივონე სტრახოვსკი, ბილ ნაიგი, ჯეი კურტნი, მირანდა ოტო, კეტლინ სტეისი, კევინ გრევიუქსი, ედენ იოუნგი და სხვები.

                                     5. რობოკოპი ( პრემიერა 2014 წლის 12 თებერვალს )ფილმში მონაწილეობენ: ჯოელ კინამანი ალექს მურფის როლში, გარი ოლდმენი, სემუელ ელ. ჯექსონი და სხვები.

                                    6. პომპეი ( პრემიერა 21 თებერვალს )სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი, რომელიც მონაა - გლადიატორად იქცევა და მთელი ფილმის განმავლობაში ცდილობს, რომ გადაარჩინოს შეყვარებული, იმ დროს, როცა პომპეი ნელ- ნელა ინგრევა და ლავით იფარება.ფილმში მონაწილეოებენ: კიტ ჰერინგტონი, კერი- ენი მოსი, ემილი ბროუნინგი და სხვები.
 
                                 7. ლეგო ( პრემიერა 2014 წლის 7 თებერვალს )ლეგო ბრუნდება ეკრანებზე, თანაც 3D- ში, ისეთ ცნობილ გმირებთან ერთად, როგორიც ბეტმენია.

                                  8. 300: იმპერიის აღზევება ( პრემიერა 2014 წლის 7 მარტს )300: იმპერიის აღზევებაში მონაწილეოებენ: ლენა ჰიდი, ევა გრინი, როდრიგო სანტორო, ჯეკ ო კონელი,სულივან სტეპლტონი, სკოტ ბარნი, დევიდ ვენჰემი, ჰანს მეტესონი და სხვები.
                                  9. სიჩქარის წყურვილი ( პრემიერა 14 მარტს )ფილმში მონაწილეობენ აარონ პოლი, დაკოტა ჯონსონი, მაიკლ კეიტონი, დომინიკ კუპერი და სხვები.

                                 10. ნოე ( პრემიერა 2014 წლის 28 მარტს )ფილმი კინოთეატრებში 2014 წლის 28 მარტს გამოვა. მთავარ როლებში არიან: რასელ ქროუ, ჯენიფერ კონელი,დუგლას ბუტი, ლოგან ნერმანი, ემა უოტსონი, ენტონი ჰოპკინსი და სხვები.ფილმი ნოე გადაღებულია ბიბლიური ისტორიის მიხედვით და მოგვითხრობს რჩეულ ადამიანზე, რომელმაც ოჯახთან ერთად უნდა ააგოს კიდობანი და გაეცილოს გარყვნილ სამყაროს.

                                11. კაპიტანი ამერიკა 2: ზამთრის ჯარისკაცი ( პრემიერა 2014 წლის 4 აპრილს )კაპიტან ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცში მონაწილეობენ: კრის ევანსი, კობი სმალდერსი, ფრენკ გრილო, ენტონი მაკი, სემუელ ლ. ჯექსონი, სკარლეტ იოჰანსონი და სხვები.
 
                                 12. Transcendence ( პრემიერა 2014 წლის 18 აპრილს )ფილმში მონაწილეობენ: ჯონი დეპი, კეიტ მარა, მორგან ფრიმენი, რებეკა ჰილი, პოლ ბეტენი და სხვები.

                                13. წარმოუდგენელი ადამიანი- ობობა 2 ( პრემიერა 2014 წლის 1 მაისს )მთავარ როლებში არიან: ენდრიუ გარფილდი, ემა სთოუნი, ჯეიმი ფოქსი, დეინ დეჰაანი, პოლ ჯიამატი, კრის ზილკა და სხვები.

                               14. გოძილა ( პრემიერა 2014 წლის 16 მაისს )ფილმში მონაწილეობენ: ბრაიან კრესტნორი, აარონ ჯონსონი, ელისაბედ ოლსენი, სელი ჰევკინსი, ჯული.

                                15. იქს- ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები ( პრემიერა 2014 წლის 21 მაისს )ფილმში მონაწილეოებენ: ჯენიფერ ლოურენსი, მაიკლ ფასბენდერი, ჰიუ ჯეკმანი, ჯეიმს მაკკევოი,იან მაკკელინი, ნიკოლას ჰალტი, ევან პიტერსი, ელენ პეიჯი, ჰელი ბერი, პატრიკ სტიუარტი .

                                16. მალეფისენტი ( პრემიერა 2014 წლის 30 მაისს )ფილმი მალეფისენტი დაფუძნებულია დისნეის ცნობილ ზღაპარზე - მძინარე მზეთუნახავი. მალეფისენტი ლამაზი და სუფთა გულის, ახალგაზრდა ქალია, რომლის იდეალური ცხოვრებაც ინგრევა, როცა მის ტყეში მეფის არმია შემოიჭრება. მთავარი გმირი იძულებულია გაუმკლავდეს მტრებს, ამიტომაც იგი გულქვა და ბოროტი გახდება. ხოლო როცა მეფეს შვილი შეეძინება შურისძიების მიზნით, ავრორას დასწყევლის. თუმცა როდესაც პრინცესა გაიზრდება, მალეფისენტი ხვდება, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი მის ცხოვრებაში ავრორაა.მალეფისენტ- ში მონაწილეობენ: ანჯელინა ჯოლი, შარლტო კოპლი, ელლი ფანინგი, სემ რაილი.

                               17. ხვალინდელი დღის ზღვარი ( პრემიერა 2014 წლის 6 ივნისს )ფილმის სიუჟეტის მიხედვით, უცხოპლანეტელებთან ბრძოლის დროს, რიგითი აღმოაჩენს, რომ დროის მარყუჟში აღმოჩნდა და ის ერთი დღე მეორდება დაუსრულებლად. თუმცა მებრძოლი ყოველდღე ახალ გამოცდილებას იძენს და უკეთესად შეისწავლის მტერს.ხვალინდელი დღის ზღვარში მონაწილეობენ: ტომ კრუზი, ემილი ბლანტი, ბილ პექსტონი, ლარა პალვერი და სხვები.
 
                                18. როგორ მოვარჯულოთ დრაკონი 2 ( პრემიერა 2014 წლის 13 ივნისს )

                                19. 22 ჯამპ სტრიტი ( პრემიერა 13 ივნისს )ჯენკოს და შმიდტს სკოლის ნაცვლად, ამჯერად კოლეჯში აგზავნიან, რათა ახალი საქმე გამოიძიონ, თან ისე, რომ ყურადღება არ მიიქციონ.ფილმში მონაწილეობენ: ჩანინგ ტატუმი, ჯონა ჰილი, აის კუბი, ემბერ სტივენსი და სხვები.

                                20. ტრანსფორმერები 4: განადგურების ეპოქა ( პრემიერა 2014 წლის 25 ივნისს )ტრანსფორმერები 4–ის ქასთში არიან:მარკ უოლბერგი, ჯეკ რეინორი, ნიკოლა პელტცი, სტენლი ტუჩი, კელსი გრემერი, თი ჯეი მილერი და სხვები.

                               21. მაიმუნების პლანეტის განთიადი ( პრემიერა 2014 წლის 11 ივლისს )ეს ფილმი გახლავთ ფილმ – მაიმუნების პლანეტის აღზევების სიქველი, რომელშიც მთვარ როლს ჯეიმს ფრანკო თამაშობდა.ფილმში მონაწილეობენ: გარი ოლდმენი, ჯეისონ კლერკი, ჯუდი გრირი, ენდი სერკისი და სხვები.

                                22. იუპიტერის ამოსვლა ( პრემიერა 2014 წლის 25 ივლისს )სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება ხდება სამყაროში, სადაც ადამიანების რასა ყველაზე დაბლა მდგომია განვითარების მიხედვით. მთავარი გმირია გოგონა ( მილა კუნისი) , რომლის მთავარი მიზანიც სამყაროს დედოფლის განადგურება და მისი მეფობის დამთავრება იქნება, რაშიც ჩანინგ ტატუმის გმირი - სეინი დაეხმარება.
 
                              23. გალაქტიკის მცველები ( პრემიერა 2014 წლის 1 აგვისტოს )გალაქტიკის მცველებში მონაწილეობენ: ბრედლი კუპერი, ზოე სოლდანა, ვინ დიზელი, კრის პრეტი.

                              24. კუ- ნინძები ( პრემიერა 2014 წლის 8 აგვისტოს ).
 
                             25. ცოდვების ქალაქი 2 ( პრემიერა 2014 წლის 22 აგვისტოს ).

                             26. ვარკსვლავთშორისი ( პრემიერა 2014 წლის 7 ნოემბერს )ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მკვლევარების ჯგუფი შეძლებს, რომ დასძლიოს და გადალახოს ადამიანის სივრცეში გადაადგილების შეზღუდვა და მიაღწიოს დედამიწისგან დაშორებულ გალაქტიკებამდე. ვარსკვლავთშორის– ში მონაწილეობენ: მეთიუ მაკ– კონეჰი, ჯესიკა ჩესტეინი, ენ ჰეითვეი, უეს ბენტლი, კეისი აფლეკი და სხვები.

                               27. The Hunger Games: Mockingjay - პირველი ნაწილი ( პრემიერა 2014 წლის 21 ნოემბერს )კეტნის ევერდინი იქცევა კაპიტოლიუმის წინააღმდეგ, მასობრივი აჯანყების სიმბოლოდ.

                               28. ჰობიტი: იქ და ისევ უკან ( პრემიერა 2014 წლის 17 დეკემბერს )თორინმა და მისმა ჯგუფმა მიაღწია სმაუგამდე, თუმცა შეძლებენ ისინი ერებორის და საგანძურის დაბრუნებასი ხოლო თუ დაიბრუნებენ, შეძლებენ კი დიდხანს შენარჩუნებასი.

Комментариев нет:

Отправить комментарий