воскресенье, 9 марта 2014 г.

7 წლის ბიჭუნამ მძიმე სენით დაავადებული მეგობრისთვის 600 000 დოლარი მოაგროვა

     დილანი 7 წლის არის. მის საუკეთესო მეგობარს, ჯონას თირკმლის უიშვიათესი დაავადება აქვს.
როცა ოჯახს ბავშვის მკურნალობის თანხა თითქმის ამოეწურა, დილანმა გადაწყვიტა, დაეწერა წიგნი The Chocolate Bar. გაყიდული წიგნიდან დილანს 600 000 დოლარი შეუვიდა და ბავშვმა მთელი თანხა ჯონას ავადმყოფობის გამოსაკვლევად ჩარიცხა. 
   
  ჯონას თირკმლის უიშვიათესი დაავადება აქვს, რაც ბიჭუნას სისხლში შაქრის შემცველობას ძალიან დაბლა სწევს. ის მსოფლიოში 500 ბავშვიდან ერთადერთია, რომელიც ამ დაავადებით იტანჯება და დღესდღეობით მისი სამკურნალო საშუალება არ არსებობს.
ჯონას ყოველ რამდენიმე საათში მუცლიდან, მილის საშუალებით კვებავენ.
                                                                                 

          დილანი ჯონასთან მის მეგობრობას აღწერს წიგნში სათაურით "საოცარი, როგორც შოკოლადი". დილანის წიგნი აშშ-ის 50 შტატში და მსოფლიოს 42 ქვეყანაში შეიძინეს. აქედან შემოსული ყოველი ცენტი წავა დევიდ ვაინშტაინის ლაბორატორიაში, სადაც ამ უიშვიათესი დაავადების წამალს გამოიკვლევენ.
კითხვაზე, რას გააკეთებენ ის და ჯონა 10-15 წლის შემდეგ, დილანმა უპასუხა: "ჩვენ დავამთავრებთ სკოლას და ჯონა სრულიად ჯანმრთელი იქნება".                                          

Комментариев нет:

Отправить комментарий